ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი: უკრაინა ამ ომში ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ კიევში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირი უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს. ბორელმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კიევიდან ბრიუსელში "მკაფიო გეგმით" ბრუნდება".

ამ გეგმის ნაწილად ბორელი შემდეგს ასახელებს:

1. ეს ომი მოგებული იქნება ბრძოლის ველზე. ევროპული პარლამენტის ფორუმიდან დამატებით 500 მილიონი ევრო უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივისმცემლობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა.

3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასიური სანქციები, თუმცა საჭიროა გაკეთდეს მეტი ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

4. ოთხშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.

8 აპრილს ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ვონ დერ ლეიენთან ერთად უკრაინაში ჩავიდა და კიევში გამართულ შეხვედრებამდე, რუსული ჯარის მიერ განადგურებული ბუჩაც მოინახულა.

XS
SM
MD
LG