უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მოტივით, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, რუსეთის გარიცხვა სურს.
„რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში არის ფარსი,“ - თქვა ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. „და ეს არასწორია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროა, მათ გარიცხვაზე, გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა გაიმართოს“ - აცხადებს გაეროში შეერთებული შტატების ელჩი.
193-წევრიანი ასამბლეის ხმების ორი მესამედია საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი საბჭოდან მოიხსნას.
თომას-გრინფილდმა რუსეთის ოფისიდან მოხსნაზე მოწოდებას საფუძვლად უკრაინის ბრალდებები დაურთო, რომლის მიხედვით, რუსულმა ჯარმა ქალაქ ბუჩაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.
უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას იძიებს, რუსეთი კი აცხადებს, ეს ყველაფერი კიევის დადგუმლია.
მოსკოვს შეერთებული შტატების ამ მოთხოვნაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს მოსკოვის ქმედებებს.