ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ჩრდილოეთი დაიბრუნა - ბრიტანული დაზვერვა


ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა, რუსული ძალები აიძულა ქალაქ ჩერნიჰივის მიმდებარე ტერიტორიებიდან, დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთით, უკან დაეხია. შედეგად, ჩრდილოეთის ძირითადი ტერიტორია დაიბრუნეს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაბალი დონის ბრძოლები, სავარაუდოდ, გაგრძელდება ზოგიერთ ახლადდაბრუნებულ რაიონში, მაგრამ ამ კვირაში, რუსული ძალების დარჩენილი ნაწილის გაყვანის შემდეგ, შემცირდება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის უწყება “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

უწყების ინფორმაციით, გაყვანილი რუსული ქვედანაყოფებიდან ბევრს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ხელახალი აღჭურვა და განახლება დასჭირდება, სანამ ქვეყნის აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის გადანაწილდებიან.

XS
SM
MD
LG