ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსული ქვანახშირის, ქიმიკატებისა და ხის ესპორტის აკრძალვას გეგმავს


სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალ წინადადებას წარუდგენს, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება რუსული ქვანახშირის, ქიმიკატებისა და სხვა მსგავსი პროდუქტის იმპორტი. ჯამში, საუბარია 9,8 მილიარდი დოლარის იმპორტზე წელიწადში.

ევროკავშორი ასევე აპირებს, რომ დამატებით აკრძალოს 10 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტის იმპორტი რუსეთიდან, მათ შორის ნახევარგამტარების, კომპიუტერების, LNG გაზის ტექნოლოგიებისა და სხვა ელექტრო და სატრანსპორტო აღჭურვილობის.

რუსულ გემებსა და სატვირთოებს შეეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებზე წვდომა, რაც კიდევ უფრო გაართულებს ვაჭრობას, უთხრა წყარომ ევროკავშირიდან "როიტერს". მისი თქმით, გამონაკლისი ენერგოპროდუქტებზე, საკვებსა და მედიკამენტებზე დაიშვება.

27-წევრიანი ეკონომიკური ბლოკის წევრები ასევე რუსულ ბანკ "ვი-თი-ბი"-დან ტრანზაქციებს აკრძალავენ. მასთან ერთად იგივე ბედი ეწევა სამ სხვა რუსულ ბანკსაც, რომელიც სვიფტ სისტემიდან, უკვე ჩახსნილია. დამატებითი სანქციები დაუწესდებათ რუს ოლიგარქებსა და პოლიტიკოსებს.

XS
SM
MD
LG