ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელიტური ფოტოები და ომის დანაშაული


მას შემდეგ რაც კიევის ოლქი რუსულმა ჯარმა დატოვა საერთაშორისო საზოგადოებამ შემზარავი კადრები იხილა. კადრები სადაც ჩანს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა ქუჩებში, სახლებსა და სადარბაზოებში.

კიევი მომხდარს გენოციდად აფასებს და ომის დანაშაულებებზე მიუთითებს, მოსკოვი ამბობს, რომ ეს დადგმული ამბავია და რუს სამხედროებს მშვიდობიანი მოსახლეობა არ მოუკლავთ. თუმცა კომპანია Maxar Technologies- მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოებზე ჩანს, ცხედრები ქუჩებში ჯერ კიდევ მაშინ როცა ქალაქს რუსი სამედროები აკონტროლებდნენ. გამოქვეყნებული ფოტომასალა წინააღმდეგობაში მოდის კრემლის პოზიციასთან.

ვითარება ბუჩაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00

კომპანია ამბობს, რომ ფოტოები გადაღებულია 18, 19 და 31 მარტს. სატელიტური ფოტოები აჩვენებს იაბლონსკას ქუჩას, იმ ქუჩას რომლის ვიდეო კადრები საერთაშორისო მედიამ ბოლო ორი დღის განმავლობაში გაავრცელა, მას შემდეგ რაც კიევის ოლქზე კონტროლი უკრაინამ აღადგინა. ქუჩა კი სავსეა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით. ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა მოკლულთა რაოდენობა კიევის თქმით, რამდენიმე ასეულია. კიევის ოლქში შემავალ რამდენმე ქალაქს რუსული ჯარი დაახოებით 30 მარტამდე აკონტროლებდა, შემდეგ მათ უკან დაიხიეს.

„ნიუ-იორკ თაიმსმა“ სატელიტური ფოტოები შეადარა ვიდეო კადრებს, რომელიც ბუჩაში, იაბონსკას ქუჩაზეა გადაღებული. ამერიკული გამოცემის სპეციალისტები ამბობენ, რომ სატელიტური ფოტოები და ვიდეოკადრები იდენტურ სურათს ასახავს.

„მაღალი რეზოლუციის სატელიტური სურათები, ადასტურებს სოციალურ მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, სადაც ჩანს ცხედრები ქუჩაში,“- ნათქვამია კომპანია Maxar Technologies-ს წერილში რომელიც კომპანიამ სააგენტო „როიტერს“ გაუგზავნა.

ახალი სატელიტური ფოტოების მიხედვით მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები კუჩაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო დატოვებული.

„ცხედრები ქუჩებში იყო მაშინაც, როცა ქალაქს რუსები აკონტროლებდნენ,“- ამბობს ჯეფრი ლუისი, რომელიც თანამგზავრის გამოსახულებების სპეციალისტია და გამოქვეყნებული ფოტოები შეაფასა.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელებს რუსი სამხედროები სასტიკად გაუსწორდნენ და ქმედებას გენოციდი უწოდა. „ეს არის ომის დანაშაულებები და მსოფლიო აღიარებს მას როგორც გენოციდს,“- თქვა ბუჩაში ჩასულმა ზელენსკიმ.

„ჩვენმა ექსპერტებმა გამოავლინეს ვიდეო გაყალბების ნიშნები და სხვა შეუსაბამო ფაქტები,“- ამბობდა სატელიტური ფოტოების გამოქვეყნებამდე კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. მაშინ როცა კიევის ოლქიდან ვიდეო და ფოტომასალა ვრცელდებოდა.

კრემლში ამბობენ, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციას აწყობს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის უკან ისინი არ დგანან და ამბობენ, რომ რუსი დიპლომატები გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ დაამტკიცონ რუსული არმიის უდანაშაულობა. რუსეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას და საკითხის იქ განხილვას.

საკითხის განხილვას გაეროში მოითხოვს უკრაინაც. კიევში ამბობენ, რომ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარს უკრაინის შესაბამისი სამსახურები კრძალავენ. ბუჩასა და ირპენში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ქალაქში რუსი სამხედროები კონტროლის დროს იმყოფებოდნენ, მძიმე ისტორიებს ყვებიან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG