ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინელებიც არიან


ისრაელში უკრაინის საელჩომ დაადასტურა, რომ თელ-ავივთან მდებარე ქალაქ ბნეი ბრაკში, 29 მარტს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას მოკლული 5 ადამიანიდან 2 უკრაინელი იყო.

საელჩომ თავდასხმა დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტისას დაიღუპნენ 23 და 32 წლის უკრაინელები, რომლებიც თავდასხმის ადგილას მდებარე მაღაზიის შესასვლელთან ისხდნენ. შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზიასთან ცეცხლი ავტომატური შაშხანიდან გახსნა. თავდამსხმელი პოლიციელებმა გაანეიტრალეს.

თავდამსხმელი 26 წლის პალესტინელი იყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

XS
SM
MD
LG