ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი უკრაინის მოთხოვნების წერილობით წარმოდგენას მიესალმება, მაგრამ წინსვლის ნიშნებს ვერ ხედავს


ოთხშაბათს, კრემლი მიესალმა ფაქტს, რომ კიევმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად თავისი მოთხოვნები წერილობითი სახით წარმოადგინა, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით გარღვევის ნიშანი არ ჩანს.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთმა ნამდვილად იმედისმომცემი ან გარღვევის მაგვარი ვერაფერი დაინახა და წინ მუშაობის დიდი პერიოდი იყო.

უკრაინულმა მხარემ თავისი მოთხოვნები სამშაბათს, თურქეთში წარმოადგინა. ამის შემდეგ, მოლაპარაკებები გადაიდო და მხარეები თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის გაემგზავრნენ.

უკრაინის მხარემ სტამბოლში თქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინა ნეიტრალურ სტატუსს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ალიანსებს არ შეუერთდება და თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების სამხედრო ძალებს არ მიიღებს.

შეთავაზებები, რომელიც ძალაში მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემთხვევაში შევა, ასევე შეიცავს 15 წლიან საკონსულტაციო პერიოდს ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა 2014 წელს უკრაინისგან მიითვისა და მისი ანექსია მოახდინა.

პესკოვმა თქვა, რომ რუსული მხარის მთავარი მომლაპარაკებელი განახლებულ ინფორმაციას ოთხშაბათს, მოგვიანებით წარმოადგენს, მაგრამ ყირიმი რუსეთის ნაწილია და რუსული კონსტიტუცია, ნებისმიერი რუსული რეგიონის ბედზე სხვა ნებისმიერთან მსჯელობას კრძალავს.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთს მოლაპარაკებების შინაარსის საიდუმლოდ დარჩენა სურს.

XS
SM
MD
LG