ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დეტალები


თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ თქვა, რომ ქვეყანა უსფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მზად არის, არ გაწევრიანდეს სამხედრო ალიანსებში და არ განათავსოს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი.

უკრაინის მიერ წარდგენილი წინადადება, კიევის განცხადებით, დეტალური და კონკრეტულია. კიევი ითხოვს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსს გარანტიებს, ნატოს ცალკეული პარტნიორებისგან, რომელიც ამოქმედდბა მაშინ თუ შეთანხმება დაირღვევა და რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაახლებს. პოტენციური უსაფრთხოების გარანტორები უკრაინის აზრით შეიძლება იყვნენ პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა.

ნატოს მეხუთე მუხლი გულისხმობს, რომ ალიანსის ერთი წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ ძირითადი დებულების კონსოლიდაციას რაც ჩვენთვის ყველაზე ფუნდამენტალურია, მაშინ უკრაინა შეძლებს რეალურად დააფიქსიროს თავისი სტატუსი, როგორც არაბლოკური და არაბირთვული სახელმწიფო მუდმივი ნეიტრალიტეტის სახით. ჩვენ არ ვუმასპინძლებთ უცხოურ სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე, ასევე არ განვათავსებთ სამხედრო კონტიგენტს ჩვენს ტერიტორიაზე და არ შევალთ სამხედო-პოლიტიკურ ალიანსებში“- განაცხადა მოლაპარაკებელმა ალექსანდრე ჩელიმ.

მოლაპარაკებების დროს უკრაინა გამოვიდა კიდევ ერთი ინიციატივით რომელიც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყირიმის საკითხი სამხედრო გზით არ გადაიჭრას და სპეციალურ სტატუსზე ყირიმისა და სევასტოპოლისთვის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ფედერაცის დელეგაციის მეთაურმა ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, უკრაინის შემოთავაზებებს ვლადიმირ პუტინი განიხილავს.

უკრაინული მხარე კვლავ მოითხოვს შეხვედრა გაიმართოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, თუმცა კრემლის პასუხი ამ დროისთვის უცნობია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით მოსკოვი პრეზიდენტებს შორის შეხვედრის საკითხზე ფიქრობს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, უკანასკნელი ინფორმაციით, დღესვე გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG