ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი განმარტავს, რომ რუსეთში ხელისუფლების ცვლილებისკენ მოწოდება არ გაუკეთებია


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ვლადიმირ პუტინის შესახებ გაკეთებულ საკუთარ განცხადებას განმარტავს. მისი თქმით, ამერიკას არ აქვს რუსეთში რეჟიმის ცვლილების პოლიტიკა, თქვა მან.

პოლონეთში ვიზიტისას შაბათს პრეზიდენტმა ბაიდენმა რუს კოლეგას "ჯალათი" უწოდა და თქვა, რომ "ის არ უნდა დარჩეს დიდხანს ხელისუფლებაში". ეს სიტყვები რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის მკვეთრ ესკალაციად იყო აღქმული.

ამერიკის პრეზიდენტს კვირას ჰკითხეს, მოუწოდებდა თუ არა ის რუსეთში რეჟიმის ცვლილებისკენ, მან მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: "არა".

ჯულიან სმითი, ამერიკის ელჩი ნატოში ამბობს, რომ ბაიდენმა ეს განცხადება უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 44 მილიონზე მეტი მოქალაქე კი იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ბაიდენის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მოუხდა სახელმწიფო მდივანსაც, რომელმაც იერუსალიმში ვიზიტისას თქვა, რომ რუსეთში ხელისუფლების მომავალი რუს ხალხზეა დამოკიდებული და ეს მათი გადასაწყვეტია.

XS
SM
MD
LG