ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როსკომნადზორი" რუსულ მედიას: არ გამოაქვეყნოთ ზელენსკის ინტერვიუ


ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის რეზიდენტციაში
ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის რეზიდენტციაში

კომუნიკაციების მარეგულირებელი რუსული უწყება რუსულ მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინის პრეზიდენტთან ჩაწერილი ინტერვიუს გაშუქებისგან. უწყება აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება იმ მედიაორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკისგან ინტერვიუ ჩაწერა.

მარეგულირებლის მიერ სოციალური მედიის გვერდზე გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მედიის წარმომადგენლებმა, ზელენსკისთან ინტერვიუ ჩაწერეს.

„როსკომნადზორი აფრთხილებს რუსულ მედიას, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისგან თავის შეკავების აუცილებლობის შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუ რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ ჩაწერა.

XS
SM
MD
LG