თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები, 100,000 უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნაწილი იქნება იმ 1-მილიარდიანი ჰუმანიტარული პაკეტისა, რომელიც "უკრაინაში რუსეთის ომით" დაზარალებულებს დაეხმარება.
ამერიკის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ ესმით- უკრაინელების უმეტესობა, სავარაუდოდ, ევროპაში დარჩენას ისურვებს, რათა ახლოს იყოს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, თუმცა, ისინი, ვინც ამერიკაში გადასვლას დააპირებენ, სტანდატული საიმიგრაციო პროცედურის გავლით, შეძლებენ ამერიკაში ჩასვლას.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკა, ასევე იმუშავებს სპეციალური პროგრამების შექმნაზე იმ უკრაინელებისთვის, ვისაც ოჯახის წევრები ამერიკაში ჰყავს.
ლტოლვილთა ადვოკატებს მოსწონთ ინიციატივა, თუმცა კითხვები უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით რამდენად სწრაფად შეძლებს ადმინისტრაცია ამ ადამიანების ამერიკაში ჩამოყვანას.