ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში რუსულმა ბომბმა მოკლა კაცი, რომელიც ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა


ბორის რომანჩენკო - მარჯვნიდან მეორე (2015 წლის ფოტო)
ბორის რომანჩენკო - მარჯვნიდან მეორე (2015 წლის ფოტო)

გასულ კვირას, ხარკოვის დაბომბვის დროს დაღუპული ერთ-ერთი ადამიანი, მეორე მსოფლიო ომში საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი კაცი აღმოჩნდა. 96 წლის ბორის რომანჩენკო ნაცისტური გერმანიის 3 საკონცენტრაციო ბანაკში იყო ნამყოფი, მათ შორის სისასტიკით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ - ბუჰენვალდში, სადაც 53 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რომანჩენკო მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, საკუთარ ბინაში იყო, როცა უკრაინის ქალაქი ხარკოვი რუსეთმა დაბომბა. ბუჰენვალდის მემორიალმა ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ორშაბათს გაავრცელა. "პუტინმა მოახერხა იმის 'მიღწევა', რაც ჰიტლერმაც კი ვერ შეძლო" - დაწერა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ხელმეორე შეჭრიდან მოყოლებული, რუსული არტილერია ხარკოვს ინტენსიურად ბომბავს. ქვეყანაზე მიტანილ სრულმასშტაბიან იერიშს რუსეთი კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანი მეზობელი ქვეყნის განიარაღება და "დენაციფიკაციაა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG