რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრიდან 11-ე დღეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ამბობს, რომ ისრაელი მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებას გააგრძელებს. ეს განცხადება ბენეტმა მას შემდეგ გაკეთა, რაც პირისპირ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს და ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინამ ისრაელს კონფლიქტის განახლებიდან რამდენიმე საათში სთხოვა, რომ ისრაელს ეკისრა შუამავლის როლი. პრემიერი ბენეტი ამბობს, რომ მას სჯერა უკრაინის პრეზიდენტის და ისრაელი გმობს რუსეთის ქმედებებს.
ბენეტს სატელევიზიო მიმართვის დროს არ უსაუბრია დეტალურად რუსეთში გამართული შეხვედრის შესახებ. ისრაელის ლიდერმა თქვა მხოლოდ ის, რომ მას ყველა მხარესთან ჰქონდა კავშირი. "ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, სადაც ამის საჭიროება იქნება. მაშინაც თუ კი შანსები დიდი არ იქნება,“- აცხადებს ბენეტი.
ისრაელში უკრაინისა და რუსეთის საელჩოებს ბენეტის განცხადების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ისრაელმა უკრაინისთვის უკვე გამოყო ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა არ დააკმაყოფილა კიევის მოთხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ. უკრაინა ისრაელისგან საჰაერო თავდაცვით სისტემებს ითხოვდა.
Facebook Forum