ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს


აქცია სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. 2 მარტი, 2022წ.
აქცია სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. 2 მარტი, 2022წ.

მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგები მთელი რუსეთის მასშტაბით გრძელდება, რომელთა მონაწილეებს პოლიცია ისევ აკავებს. უკრაინაზე თავდასხმას, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა, უქმეებზე რუსეთის 29 ქალაქში აპროტესტებენ. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ადგილობრივმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ OVD, რომელიც რუსეთში მიმდინარე აქციებს აკვირდება, განაცხადა, რომ ქვეყანაში 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ აკავებენ მოსკოვში გამოსულ აქციის ცალკეულ მონაწილეებს, რომლებიც უკრაინის ჰიმნს მღერიან.

OVD-ის მონაცემებით, მხოლოდ ციმბირის და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 1 015 ადამიანია დაკავებული. აქტივისტები პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებენ. სააგენტო "როიტერი" აცხადებს, რომ მათ ინფორმაციის გადამოწმება მეორე წყაროს საშუალებით ვერ მოახერხეს. ჯერჯერობით კომენტარს არც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს.

XS
SM
MD
LG