ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში [ICJ] უჩივის


უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში [ICJ] უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს გაავრცელა.

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი უკვე მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტვიტერში". მისი შეფასებით, "რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში", გენოციდის ნიშნებს შეიცავს.

ჰააგის ტრიბუნალი გენოციდისა და ომში ჩადენილ დანაშაულებზეა სპეციალიზირებული.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ დღეებში მოკლულია 60-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საომარი მოქმედებებს კი ყველაზე ცოტა, 240 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

XS
SM
MD
LG