ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი მოგზაურობისთვის ბუსტერის საჭიროების საკითხს განიხილავს


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერების საჭიროებას განიხილავენ. საუბარია იმის შესახებ, რომ დროთა განმავლობაში ვაქცინების ეფექტურობის კლებასთან ერთად, შესაძლოა ბუსტერები ერთადერთი გზა იყოს ევრობლოკში შეუზღუდავი მიმოსვლისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც ინფიცირების რიცხვები იზრდება.

ევროკომისიამ ამ კვირაში კოვიდ-საშვებით მიმოსვლის საკოორდინაციო გეგმა უნდა წარადგინოს. ეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს ავსტრია პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ე.წ. "ლოქდაუნი" გამოაცხადა.


ევროკავშირის წევრების კოორდინაციამ კოვიდ-საშვებთან დაკავშირებით, იქნება ეს ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი თუ ტესტის უარყოფითი პასუხი, ქვეყნებს შორის მოგზაურობის შესაძლებლობა გაამარტივა. ეს საშვები მოქალაქეებს როგორც წესი, შეუძლიათ ტელეფონით წარადგინონ. ცალკეული ქვეყნების გამოცემული შტრიხკოდებს სხვა ქვეყნების სისტემაც სცნობს და მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ამგვარი სისტემები ზოგ ქვეყანაში უკვე კაფე-ბარებში შესასვლელადაც კი გამოიყენება.

საბერძნეთი აცხადებს, რომ თავისუფალი მოგზაურობისთვის მოქალაქეებს სულ მცირე ვაქცინის მეორე დოზა მაინც უნდა ჰქონდეთ გაკეთებული ბოლო 6 თვის განმავლობაში. თუმცა ცალკე ბუსტერი ევროკავშირის საშვებში აუცილებელ ინფორმაციად არ უნდა იყოს მითითებული.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია 27 ქვეყანა საერთო სტანდარტზე შეთანხმდეს. ლუქსემბურგში სხვა ქვეყნებიდან დღეში 200 000-მდე დასაქმებული ჩადის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რადგან მეცნიერების დასკვნით, ვაქცინების ეფექტურობა მცირდება, ბუსტერების საკითხი დღის წესრიგში დგება და შესაბამისად საჭიროა, ბრიუესლმა აღნიშნულზე გადაწვეტილება მიიღოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG