ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დასავლეთის შეშფოთებას "ისტერიას" უწოდებს


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლმა დასავლეთის მისამართით, უკრაინის საზღვარზე მისი სამხედრო მობილიზაციის ზრდის ფონზე, სიტყვიერი თავდასხმა მიიტანა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთი „ხელოვნურად“ ზრდის დაძაბულობას, იმაზე საუბრით, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას. უკრაინის მხარე აცხადებს, რომ რუსეთს საზღვარზე 92,000 სამხედრო ჰყავს განთავსებული და უკრაინაში შეჭრას თებერვლის დასაწყისში გეგმავს.

რუსეთი ამბობს, რომ მას აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გადაადგილების და მოუწოდებს დასავლეთს, პატივი სცეს მოსკოვის თვითგამოცხადებულ „წითელ ხაზებს“. მოსკოვში ამ "წითელ ხაზებს" დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას და კიევის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს უკავშირებენ.

პესკოვმა დასავლეთის პასუხს „ისტერია“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია შავ ზღვაში ნატოსა და შეერთებული შტატების აქტივობა.

20 ნოემბერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებას, უკრაინის საზღვარზე სამხედრო პერსონალის და შეიარაღების მობილიზაციის გარშემო, მისი მოკავშირეებიც იზიარებენ.

„ჩვენ არ ვიცით რა არის პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინის განზრახვები. თუმცა, ვიცით რა მოხდა წარსულში. ჩვენ გვაქვს გზამკვლევი იმის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი, უკრაინის თუ სხვა ქვეყნის მხრიდან, მათ მიერ გამოგონილი პროვოკაციების მიზეზად გამოყენებას იმ გეგმის განსახორციელებლად, რაც ჰქონდა“, - განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა და მოგვიანებით ის აღმოსავლეთ უკრაინაში, პრო-რუსი სეპარატისტების დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება, 14,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG