ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში მძღოლებს შესაძლოა საცობებისა და დაბინძურების ტარიფის გადახდა მოუხდეთ


მანჰეტენის ცენტრისკენ მიმავალ მძღოლებს მალე მათი მანქანების მიერ გამოწვეული დაბინძურებისა და საცობების გამო საფასურს გადაახდევინებენ.

"საცობების ტარიფს" სხვა არაერთ ქალაქშიც იყენებენ, მათ შორის სტოკჰოლმსა და სინგაპურშიც იმისთვის, რომ ქუჩები საცობებისგან გაწმინდონ და ჰაერის დაბინძურებაც შეამცირონ იმით, რომ მძღოლებს ქალაქის ცენტრში დამაბინძურებელი ავტომობილებით მისვლის სურვილი შეუმცირონ.


საცობები უამრავი ქალაქის ფუნქციონირებას აზიანებს. ამასთან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით და გართულებებით მსოფლიოში ყოველ წელს 4 მილიონამდე ადამიანი კვდება. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი მათთვისაც მნიშვნელოვანია, ვინც კლიმატის ცვლილების პრობლემაზე წუხს.

ეკონომისტები ამ ტარიფს ემხრობიან, მძღოლები - ნაკლებად. თუმცა ქალაქების უმეტესობაში მოსახლეობას ამ ახალი წესების მიღება უწევს. ეს რეგულაცია როგორც წესი, ქალაქის ცენტრის ბიზნეს ნაწილის ირგვლივ საზღვრის შექმნას და მისი გადაკვეთის მსურველი მძღოლებისთვის ტარიფის დაწესებას გულისხმობს.

ზოგ ქალაქში ავტომობილის მოდელის მიხედვით ისეთი საფასურიცაა დაწესებული, რომელიც მის მიერ ჰაერში გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების მოცულობის მიხედვითაა დაანგარიშებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG