ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ამერიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ავღანეთის დატოვების უფლებას მისცემს


შეერთებული შტატები მიესალმება თალიბანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 31 აგვისტოს შემდეგ, ავღანეთის დატოვების მსურველებს ქვეყნიდან გამოსვლაში ხელს არავინ შეუშლის. 31 აგვისტოს ამერიკის და ნატოს ჯარები ავღანეთს სრულად დატოვებენ.

პარასკევს თალიბანის ლიდერმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ქვეყნიდან გასვლის სურვილი აქვს და სათანადო დოკუმენტაციას და პასპორტს წარმოადგენს, ქვეყნის დატოვება შეეძლება, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტრანსპორტით.

ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ზალმაი ხალილზადმა "ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებაში თალიბანის ამ გადაწყვეტილებას პოზიტიური უწოდა. მისი თქმით, "განცხადება დადებითია. ჩვენ, ჩვენი მოკავშირეები და საერთაშორისო თანამეგობრობა მათ ამ პირობის შესრულებას მოსთხოვენ".

თალიბანის განცხადებას წინ უსწრებდა შიშები, რომ მეამბოხეების მმართველობის პირობებში ავღანეთში დარჩენილ ამერიკელებს, ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, ავღანეთის დატოვების საშუალება არ ექნებოდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG