ვირუსოლოგების და ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, ეგრეთწოდებული, დელტა ვარიანტი კორონავირუსის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია.
ამ ფონზე, კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით გამოწვეული მძიმე ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ, ვაქცინის დაცვა კვლავ ძლიერია. კოვიდ-19-ის 10 წამყვან სპეციალისტთან საუბარი აჩვენებს, რომ ვირუსის წინაშე მთავარ რისკჯგუფად არავაქცინირებული ადამიანები რჩებიან.
თავდაპირველად ინდოეთში გამოვლენილი ვირუსის დელტა ვარიანტი, მთავარ შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანებს უფრო ძლიერად აავადებს, არამედ იმის გამოც, რომ ადამიანიდან ადამიანზე უფრო მარტივად ვრცელდება, ზრდის ინფიცირებას და ჰოსპიტალიზაციას არავაქცინირებულ ადამიანებში.
„უდიდესი რისკი ახლა მსოფლიოსთვის დელტა ვარიანტია - ამ დრომდე ყველაზე სწრაფი ვარიანტი“ - ამბობს მიკრობიოლოგი შერონ პიქოქი.
ვირუსები მუტაციის გზით მუდმივად ვითარდებიან და წარმოიქმნება ახალი ვარიანტები, რომლებიც რიგ შემთხვევაში უფრო საშიშია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ვიდრე დელტა ვარიანტის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ მეტი მონაცემი არ იარსებებს, შესაძლოა კვლავ გახდეს საჭირო პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და სხვა ზომების მიღება.
ინგლისის საზოგადოებირვი ჯანდაცვის უწყების განცხადებით, პარასკევს ჰოსპიტალიზებული 3 692 ადამიანიდან, რომელიც დელტა ვარიანტითაა ინფიცირებული, 58.3% არ იყო ვაქცინირებული, 22.8% სრულად ვაქცინირებული არ იყო.
სინგაპურში, სადაც დელტა ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, მთავრობის ოფიციალურმა პირებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ინფიცირებულთა სამი მეოთხედი ვაქცინირებულია, თუმცა არც ერთი მათგანის შემთხვევაში დაავადება მძიმე ფორმით არ წარიმართა.
ისრაელი აცხადებს, რომ ჰოსპიტალიზებულთა სამოცი პროცენტი ვაქცინირებულია. მათი უმეტესობის ასაკი 60 წელს აღემატება და ხშირად ჯანმრთელების პრობლემები აქვთ.
აშშ, სადაც მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ახალი ინფიცირების შემთხვევების 83 % დელტა ვარიანტზე მოდის. მძიმე შემთხვევების თითქმის 97%-ს კი არავაქცინირებულ ადამიანები წარმოადგენენ.
„ყოველთვის არსებობს ილუზია, რომ თითქოს არსებობს მაგიური ღილაკი, რომელიც ჩვენს ყველა პრობლემას გადაჭრის. კორონავირუსი გაკვეთილებს გვასწავლის“ - ამბობს ნადავ დავიდოვიჩი, ბენ გურიონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელი.
Facebook Forum