ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მატულობს


მსოფლიოში ჩინეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა, ამბობს კვლევა, რომელიც ამერიკულმა ორგანიზაცია „პიუმ“ მოამზადა. მკვლევარებმა გამოკითხვა მოწინავე ეკონომიკის მქონე 17 ქვეყანაში ჩაატარეს და ათასობით ადამიანი გამოკითხეს. კვლევით გაირკვა, რომ ისტორიულ მინიმუმზეა ჩინეთის ლიდერის, სინ ძინ პინის მიმართ ნდობის მაჩვენებელიც.

ავსტრალიაში, საფრანგეთში, შვედეთსა და კანადაში გამოკითხული მოქალაქეების ნახევარი ან მეტი ამბობს, რომ მათ ჩინეთის ლიდერის მიმართ მინიმალური ნდობაც არ გააჩნიათ. თუმცა ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ევროპელებს ჩინეთის მიმართ უფრო ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს.

კვლევის მიხედვით სინგაპურში და ახალ ზელანდიაში ამერიკასთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების გაცილებით დიდი ინტერესია, ვიდრე ჩინეთთან.

მაშინ როცა ჩინეთის მიმართ ნდობის მაჩვენებელი მცირდება, მზარდია ამერიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულება. გასული წლისგან განსხვავებით, ამერიკის როლს გამოკითხულთა დიდი ნაწილი უფრო დადებითად აფასებს. ეს ცვლილება კვლევაში განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც კვლევაში მონაწილე ადამიანები ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების გეგმას აფასებენ. პრეზიდენტ ტრამპის გეგმას თუ მცირე ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა, ახალ 17 ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიდენის გეგმას გაცილებით დადებითად აფასებს. მეტიც მათ მიაჩნიათ, რომ ჯო ბაიდენის მიერ გადადგმული ნაბიჯები მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება.

კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემს და ზღუდავს საკუთარი მოსახლეობის თავისუფლებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG