ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერებმა "მაიკროსოფტის" დამხმარე სისტემაზე წვდომა მოიპოვეს


„სოლარუინდზე“ ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ჰაკერების ჯგუფმა კიდევ ერთი კიბერთავდასხმა განახორციელეს, ამჟამად „მაიკროსოფტზე“. საუბარია კომპანიის ე.წ. მომხმარებელთა დახმარების სისტემაზე.

როგორც „მაიკროსოფტში“ განმარტავენ, სისტემაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ჰაკერების ხელში აღმოჩნა, მომხმარებელთა დეტალური მონაცემები, საცხოვრებელი მისამართები, საკონტაქტო ინფორმაცია და ის მონაცემები, თუ როდის და რა მომსახურებაში იხდიან ფულს „მაიკროსოფტის“ გამომწერები.

სწორედ ამიტომ, კომპანიამ მომხმარებლებს, რომლთა მონაცემებიც შესაძლოა მოპარული იყოს მესამე მხარის მიერ, ოფიციალური წერილი მიწერა და სთხოვა განსაკუთრებული სიფრთხილიდ მოეკიდნონ მათ მისამართსა თუ ელექტრონულ ფოსტაზე მისულ შეტყობინებებს და დააკვირდნენ, თუ რა მომსახურებაში სთხოვენ მათ ფულს და ვინ. „მაიკროსოფტში" აცხადებენ, რომ მოპარული მონაცემების მიზანია ჰაკერებმა ე.წ. „ფიშინგის“ საზიანო მეთოდი კონკრეტული ადამიანების მისამართით გამოიყენონ.

წერილში, რომელიც „მაიკროსოფტმა“ მომხმარებლებს გაუგზავნა, ასევე ნათქვამია, რომ „დამხმარე პროგრამას“ დიდ საინფორმაციო ბაზაზე არ ჰქონია წვდომა. თუმცა, რაც მოიპოვეს, ის ინფორმაცია საკმარისია ე.წ. ფიშინგისთვის. აქვე წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მზად არის მომხმარებლებს დახმარება აღმოუჩინოს. რაც შეეხება თავდამსხმელებს, წერილში კომპანია მათ „ნობელიუმად“ მოიხსენიებს.

„როგორც ჩანს ეს დიდწილად წარუმატებელი შეტევა აღმოჩნდა,“- ამბობენ თეთრ სახლში და აცხადებენ, რომ მზად არიან დახმარება აღმოუჩნინონ დაზარალებულებს. თეთრი სახლის კიბერუსაფრთოების სპიკერი სკოტ მაკკონელი, მიიჩნევს, რომ ეს თავდასხმა „სოლარუინდზე“ მომხდარ თავდასხმასთან შედარებით, გაცილებით მცირე მასშტაბისაა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბოლო ჰაკერულ თავდასხმას გავლენა ჰქონდეს „სოლარუინდზე“, კომპანიაში აცხადებენ, რომ - არა.

„სოლარუინდსი“ ტეხასში დაფუძნებილი სისტემური უზრუნველყოფის მართვის კომპანიაა. მასზე დეკემბერში განხორციელებულმა თავდასხმამ, ჰაკერებს წვდომა მისცა ათასობით კომპანიისა და სამთავრობო ოფისების მონაცემებზე.

„მაიკროსოფტის“ პრეზიდენტი ბრედ სმიტი მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო „ყველაზე დიდი და ყველაზე დახვეწილი შეტევა.“

რუსეთი ჰაკერულ თავადასხმებთან დაკავშირებით წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. აშშ-მა და ბრიტანეთმა, თავადასხმებში საბჭოთა კავშირის დროინდელი "სუკის" (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) საგარეო დაზვერვის ოპერაციების დღევანდელი მემკვიდრე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დაადანაშაულა.

კიბერთავდასხმებზე საუბარი ბაიდენ-პუტინის სამიტზეც შედგა. შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა კვლავ უარყო რუსეთის კავშირი დასავლეთში გახშირებულ იერიშებზე. ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ განმეორების შემთხვევაში, ამერიკისგან პასუხს უნდა ელოდონ. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ძლიერია და საპასუხო რეაქცია ძალიან ძლიერი და მწვავე იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG