ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ სირია-ერაყის საზღვარზე საჰაერო იერიში მიიტანა


შეერთებულმა შტატებმა კვირას განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ, ერაყსა და სირიაში კიდევ ერთი საჰაერო იერიში მიიტანა. ამ ჯერზე ვაშინგტონი ამერიკელი პერსონალის და ბაზების წინააღმდეგ დრონით განხორციელებულ თავდასხმას პასუხობდა.

განცხადებაში პენტაგონმა თქვა, რომ მათი სამიზნე საოპერაციო და იარაღის საწყობი ობიექტები იყო. ამერიკულ მხარეს მსხვერპლის შესახებ არ განუცხადებია, თუმცა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს ჯერ ისევ შესწავლის საგანია.

ერაყში სამხედრო დაჯგუფებებმა, რომლებიც ირანთან არიან კავშირში, განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ოთხი მებრძოლი დაკარგეს სირია-ერაყის საზღვარზე და რომ თავდასხმას უპასუხებენ.

ეს ერაყში, ირანის მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ, შეერთებული შტატების მეორე იერიშია, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრი სახლი დაიკავა. პირველი იერიში თებერვალში, სირიაში იქნა მიტანილი, ერაყში საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი იმ ფონზე განხორციელდა, როცა ამერიკა განიხილავს 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, რომელიც ბაიდენის წინამორბედმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG