მამაკაცი, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში მონაწილეობდა, ორ ბრალდებაში დანაშაულს აღიარებს. ის საპროცესო შეთანხმებით, გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
გრეიდონ იანგი, მემარჯვენე ჯგუფის წევრი, რომლებიც საკუთარ თავს „შეფიცულებს“ უწოდებენ, ორგანიზაციის 15 სხვა წევრთან ერთად ბრალად ედებათ 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირების ბლოკირება.
ფლორიდელი მამაკაცი შეთქმულებასა და ობსტრუქციაში თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალდებები, რომლებიც მან აღიარა, 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. მაგრამ, საპროცესო გარიგების წყალობით, რომლის მიხედვითაც მან გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლოა ნაკლები დრო გაატაროს. ის ასევე დათანხმდა, კაპიტოლიუმის შენობაზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად $2 000 გადაიხადოს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილი იანგი ვიდეოკამაერებმა დააფიქსირა - ჩაფხუტითა და დამცავი ჟილეტით.
გასულ ორ კვირაში, კაპიტოულიმზე განხორციელებულ შტურმში მონაწილე დამატებით კიდევ ოთხმა ადმიანმა აღიარა დანაშაული.
საქმეზე სხვადასხვა. ბრალდებით 500-მდე ადამიანს აქვს ბრალი წაყენებელი. გრეიდონ იანგი თებერვალში დააკავეს.
Facebook Forum