ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ამერიკის ჯანდაცვის უწყება მაღალი რისკის შემცველ კატეგორიაში ტოვებს


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 120 ქვეყანაში მოგზაურობის რეკომენდაციები შეცვალა მათ მიერ კოვოდ-19-ის მართვის ხარისხიდან გამომდინარე.

ამერიკის მოქალაქეებისთვის საქართველო „ძალიან მაღალი“ რისკის კატეგორიაში რჩება. უწყება ამერიკელებს ურჩევს საქართველოში არ იმგზავრონ, თუმცა თუ მოგზაურობა გადაწყვიტეს, ისინი სრულად ვაქცინირებული უნდა იყვნენ.

"სიდისის" მიერ სიის განახლების მიზანი ქვეყნების ხელახალი კატეგორიზაციაა. ისინი „მწვავე გავრცელების“ და „კონტროლირებული“ სიტუაციების მქონე ქვეყნებად არის დაყოფილი.

ცენტრს ქვეყნები ოთხი დონის მიხედვით აქვს დაყოფილი იმისთვის, რომ მოგზაურობის მსურველ ამერიკელებს ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ რამდენად დაცულები შეიძლება იყვნენ ვირუსისგან ამა თუ იმ ქვეყანაში.

ახალ გზამკვლევში, უწყებამ 61 ქვეყანა და ტერიტორია მე-4-ე დონიდან, რომელიც „ძალიან მაღალი“ რისკის შემცველი კატეგორიაა, მე-3-ე დონეზე გადაიყვანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG