ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოდერნას" ვაქცინას 12-17 წლის მოზარდებში 100-პროცენტიანი ეფექტურობა აქვს


„მოდერნა“ აცხადებს, რომ დამატებითი კვლევების საფუძველზე კომპანიამ დაადგინა, რომ მის მიერ შემუშავებულ ვაქცინას 12-17 წლის ასაკის მოზარდებში 100-პროცენტიანი ეფექტურობა აქვს ინფექციის შეჩერებაში. კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგებს საერთაშორისო მარეგულირებლებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გაუგზავნიან.

„განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ „მოდერნას“ კოვიდ-19-ის ვაქცინას SARS-CoV-2-ის ინფექციის პრევენცია შეუძლია“, განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სტეფანი ბანსელმა. „ივნისის დასაწყისში ამ შედეგებს გავუგზავნით შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს და მარეგულირებლებს გლობალური მასშტაბით. გავუგზავნით და გამოყენების ავტორიზაციას მოვითხოვთ“, დასძინა მან.

„მოდერნას“ ინფორმაციით, კვლევაში 12-დან 17 წლის ასაკის 3,732 მოზარდი მონაწილეობდა. ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კვლევის არცერთ მონაწილეს კოვიდ-19 არ გამოუვლინდა და არც ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე შემაშფოთებელი ფაქტორი გამოიკვეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG