ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ორშაბათს მხარეებს ბოლოჯერ მოუსმენენ


ნაფიცი მსაჯულები ორშაბათს მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელის დერეკ შოვინის სასამართლო პროცესზე ბოლო ჩვენებებსა და არგუმენტებს მოისმენენ. ამ პროცესამდე თითქმის ერთი წლის წინ მაშინ პოლიციელი შოვინი მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ მედიაში კონკრეტული ვიდეო გავრცელდა.

ვიდეოში ჩანდა, რომ დაპატიმრებისას შოვინი შავკანიან მამაკაცს, ჯორჯ ფლოიდს ყელზე მუხლით 9 წუთზე მეტხანს ებჯინებოდა. მამაკაცი კი ამბობდა, რომ სუნთქვა უჭირდა. 46 წლის ფლოიდი გარდაიცვალა და ამან ამერიკაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. 2020 წლის 25 მაისს პოლიციამ ჯორჯ ფლოიდი იმის გამო დააკავა, რომ სასურსათო მაღაზიის გამყიდველი მას ყალბი 20$-იანი კუპიურის გამოყენებაში ადანაშაულებდა.

ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენება სასამართლოს სასწრაფო დახმარების იმ თანამშრომლებმაც მისცეს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ. მათი თქმით, მისვლის მომენტში მათ ეგონათ, რომ ფლოიდი უკვე მკვდარი იყო.


პროკურატურამ ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ მათ მიერ ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალეულობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ფართო გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ამერიკული პოლიცია შავკანიან მოქალაქეებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG