ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიის ნაწილი კოვიდ-19 ის კრიზისის წინაშეა


ხუთშაბათს ტაილანდმა და ინდოეთმა ერთ დღეში დარეგისტრირებული კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს. ორივე ქვეყანაში საავადმყოფოებში საწოლების და ვაქცინის დეფიციტის პრობლება დგას, რაც ეპიდსიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.

ინდოეთში ერთ დღეში, კორონავირუსის ახალი დიაგნოზის საშუალოდ, 200,000 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის ფინანასური დედაქალაქი მუმბაი სრულ ლოკდაუნშია. საავადმყოფოებში კი ჟანგბადის ნიღბებისა და თავისუფალი საწოლების ნაკლებობაა.

„საშინელი სიტუაციაა, 900-საწოლიანი საავადმყოფო ვართ. 60 პაციენტი ელოდება, რომ აქ ვუმკურნალებთ, მაგრამ ადგილები არ გვაქვს“,- ამბობს ავინაშ გავანდე, ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენელი მაჰარაშტრაში.

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით. მათზე მეტი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ამერიკაშია. ახლა ინდოეთში კორონავირუსის 14,1 მილიონი შემთხვევაა დარეგისტრირებული. ამ სიტუაციას ისიც ემატება, რომ ინდოეთში რელიგიური ფესტივალი ტარდება და პილიგრიმები მთელი მსოფლიოდან ინდოეთში იყრიან თავს. მთავრობამ უკვე მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ არასაჭირო მოგზაურობისგან.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ფილიპინებზეც. იქ ამ დროისთვის კორონავირუსით 13 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 30 დღის განმავლობაში ქვეყანაში 266,489 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში არსებული შემთხვევების 30%-ია.

საავადმყოფოები გადავსებულია და პაციენტებს ვერ იღებენ, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი სოციალური ქსელის მეშვეობით ცდილობს ადგილების პოვნას, ნაწილი კი დედაქალას ტოვებს და რეგიონებში ეძებს საავადმყოფოებს სამედიცინო დახმარების მისაღებად.

მიმდინარე კვირაში, კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა აღირიცხა ტაილანდშიც. ქვეყანაში, ხუთშაბათს, ვირუსის 1,543 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა საავადმყოფოში სულ 8,973 პაციენტს მკურნალობენ კოვიდ 19-ის დიაგნოზით.

სანამ ტაილანდში ლოკდაუნის შემოღების სავარაუდო ზომებზე ფიქრობენ, მეზობელმა კამბოჯამ ქვეყნის დედაქალაქში სრული ლოკდაუნი გამოაცხადა. მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები გამოაცხადა ბანგლადეშმაც, სადაც ერთ დღეში კორონავირუსის 7,000 შემთხვევა ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG