ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისი მექსიკასა და გვატემალას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა


ოხთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ოფიციალური ვიზიტით მექსიკასა და გვატემალაში მიემგზავრება. ეს მისი გეგმის ნაწილია, რომელიც ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრაციის შემცირებას ემსახურება.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც მისი წინამორბედისგან, დონალდ ტრამპისგან განსხვავებული პოლიტიკის წარმოებას აპირებს, იმიგრაციის საკითხის მოგვარება ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, სწორედ კამალა ჰარისს დაავალა. ჰარისის მისია მოიცავს ერთობლივ სამუშაოებსა და მოლაპარაკებებს მექსიკის, ჰონდურასის, სალვადორის და გვატემალის ხელისუფლებებთან.

ამ თემასთან დაკავშირებით, კამალა ჰარისმა მრგვალი მაგიდა მოიწვია ექსპერტებთან ერთად. შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი გვინდა, რომ [სიტუაციის] გამომწვევი მიზეზების ფესვებს ჩავწვდეთ. მოუთმენლად ველოდები მოგზაურობას და ჩემ პირველ ვიზიტს ჩრდილოეთის სამეულის ქვეყნებში, ასევე მექსიკასა და გვატემალაში“,- განაცხადა კამალა ჰარისმა.

ჰარისის სამომავლო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გვატემალის პრეზიდენტმა, ალეხანდრო ჯიამატეიმ. პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობა დიდი ალბათობით, ჰარისთან მიგრაციის საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევს. თუმცა, პირველ რიგში, მათ მოლაპარაკების დოკუმენტი უნდა ნახონ და დარწმუნდნენ, რომ პირობები სამართლიანია.

„[ამერიკის მთავრობა] გააანალიზებს ჩვენს შეთავაზებებს და შეთანხმების დეტალები ამის მიხედვით შედგება“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი მარტში, უმეთვალყურეოდ დატოვებული ბავშვების ყველაზე დიდმა რაოდენობამ გადაკვეთა. ბავშვების რაოდენობის აღწერა 2010 წლიდან დაიწყო. ამერიკის საზღვარი გადმოკვეთა და ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დააკავეს 172,000 იმიგრანტი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოიფიქროს, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნების ეკონომიკური გაძლიერება ისე, რომ მიგრაციის რაოდენობა შემცირდეს, ამბობს კამალა ჰარისი. კამალა ჰარისის თქმით, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობას არ სურს, რომ საკუთარი სახლები დატოვოს, თუმცა იძულებულები არიან, ვინაიდან საკუთარ ქვეყნებში არ აქვთ საშუალება რომ საჭიროებები და მოთხოვნები დაიკმაყოფილონ.

ჰარისმა უკვე მიაღწია შეთანხმებას მექსიკის, ჰონდურასისა და გვატემალის მათავრობებთან, რათა დროებით გაამკაცრონ საზღვარზე პატრულირება მიგრაციის რაოდენობის შესამცირებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG