ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ მის მოქმედებებს შედეგები მოჰყვება


თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო ზარის მიზანი პრეზიდენტ პუტინთან, იმის ხაზგასმა იყო, რომ რუსეთის მოქმედებს შედეგები ექნება.

საუბრის შეფასებისას მან თქვა, რომ "ამ ზარის მიზანი ნაწილობრივ იმის განხილვა იყო, რომ ბოლო რამდენიმე თვის და გასული წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერების მოქმედებებს შედეგები მოჰყვება".

პრეზიდენტმა ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს გუშინ, 13 აპრილს დაურეკა.

ზარიდან მალევე, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტებმა შეიარაღების კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი "სტარტის" შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი იყო ისეთ მწვავე თემებზეც, როგორიცაა კიბერ თავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG