ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი კოვიდ-19-ზე აიცრა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე დოზა გაუკეთდა. ინფორმაცია დღეს სააგენტო "ინტერფაქსმა" გამოაქვეყნა.

გავრცელებული ცნობებით, პუტინს რუსული ვაქცინა გაუკეთდა, თუმცა "ინტერფაქსი" არ აზუსტებს, თუ რომელი ვაქცინით აცრეს ქვეყნის პრეზიდენტი. კრემლმა პუტინის აცრის თაობაზე ცნობა პირველად მარტში გაავრცელა. მედიისთვის ინფორმაცია არც მაშინ დაუზუსტებიათ და პრეზიდენტის აცრის ფოტოებიც კი არ გავრცელებულა.

რუსეთი ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის 3 ვაქცინას აწარმოებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია "სპუტნიკ-ვი", რომლის შესახებ კვლევა დასავლურ სამეცნიერო ჟურნალში "ლანცეტი" გამოქვეყნდა. სწორედ ამ ვაქცინის აგრესიულ ექსპორტირებას ეწევა მოსკოვი უცხოეთის ქვეყნებში.

ინფიცირების მზარდი მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოს პირველ ხუთეულშია. ადრე დაწყებული ვაქცინაციის კამპანიის მიუხედავად, ქვეყანაში დღეს 4 375 814 ინფიცირებულია. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 127 123 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG