ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს" - ინტერვიუ სენატორ შაჰინთან


13 თემებრვალს, პრეზიდენტ ბაიდენსა და ვლადიმირ პურტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. განსახილველ საკითხებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა, ხაგზასმით აღნიშნა ამერიკის ურყევი მხადაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი [ამერიკის] შეშფოთება რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობის შესახებ, ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა უნდა იღონოს ვაშინგტონმა, რა ბერკეტები აქვთ ამერიკას და მის დასავლელ მოკავშირეებს რუსეთის შესაკავებლად? ამ საკითხებიზე "ამერიკის ხმის" უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი იულია იარმოლენკო, სენატორ ჯინ შაჰინს ესაუბრა. ​ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გავლენიანი წევრია.

ამერიკის ხმა - სენატორო შაჰინ, ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში თქვენ ამბობთ, რომ უკრაინაში არსებული ვითარება შემაშფოთებელია და შეუძლებელია მისი უგულვებელყოფა. როგორ ფირრობთ, რა შეუძლია კონგრესს გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად?

სენატორი შაჰინი - კონგრესში აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის და ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი სარდლის, გენერალ უოლტერსის მოსმენა გაიართა. გენერალი ნატოსთან მუშაობს. მან გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიზნებისა და მოქმედებების გამო. რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე განცხადება გაავრცელა ნატომ და შეშფოთება გამოხატა. უკრაინა აშშ-სა და ევროპის მოკავშირეა და ჩვენ ძალიან ვღელავთ ნებისმიერი მცდელობით, სამომავლო ძალისხმევებით, რასაც შესაძლოა რუსეთმა მიმართოს.

ამერიკის ხმა - მაგრამ, არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომლითაც კონგრესს შეუძლია რუსეთის შეკავების პროცესს დაეხმაროს?

სენატორი შაჰინი - ვფიქრობ, ხმამაღლა საუბარი იმაზე, რაც ხდება მნიშვნელოვანია. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რათა შეძლონ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან, ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან. ასე რომ, ეს რუსეთის საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევაა.

ამერიკის ხმა - თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამის შეკავება გვიანი იყოს? ან ამჯერად, აშშ და დასავლელი მოკავშირეები, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად დროულად რეგირებენ?

სენატორი შაჰინი - ვფიქრობ, ჩვენი მოკავშირეების მხრიდან პოზიტიური რეაგირება იყო, რუსეთის შესახებ შეშფოთების გამოხატვის კუთხით. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა გადავხედოთ სხვა საკითხებს, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ პუტინისთვის ნათელი გახდეს, რომ მათი ქმედებების გამო ძალიან შეშფოთებულნი ვართ. სწორედ ამიტომ ვიყავი [გაზსადენ] „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრე, რაც უკრაინაზე დრამატულ გავლენას მოახდენს. ვფიქრობ, მსგავსი მოქმედებები და მოკავშირეებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამერიკის ხმა - რამდენად შსაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე ახალი სანქციები დააწესოს?

სენატორი შაჰინი - ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს.

ამერიკის ხმა - სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ესკალაციას გამოწვევს, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება. რა ვარიანტები აქვს ვაშინგტონს და კონგრესს იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი ანგარიშვალდებული იყოს საკუთარი გმედებების გამო?

სენატორი შაჰინი - კიდევ ერთხელ, ჩვენი ჯარების მანევრირება ხმელთაშუა ზღვისა და ბალტიისპირეთის ნაწილში არის ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ამ გზით ვცდილობთ ვაჩვენოთ რუსეთს, რომ არ ვაპირებთ უკან დახევას, ნებისმიერი ქმედების მიუხედავად, რასაც შეიძლება მიმართონ.

ამერიკის ხმა - სენატორო შაჰინ, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ სენატორებს შორის, ვინც მარტში უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობის აქტის შესახებ კანონპროექტი განაახლა. მაგრამ, კანონპროექტი კვლავ საგარეო ურთიერთობების კომიტეტშია. რა ბედი ელის ამ კანონპროექტს და უკავშირდება თუ არა შეფერხება, უკრაინაში ახლა არსებულ ვითარებას?

სენატორი შაჰინი - ვფიქრობ, ეს მხოლოდ კონგრესის განრიგის ფუნქციონირების საკითხია. თავად კანონპროექტი კი კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც ნათელს ხდის რუსეთისთვის, რომ ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ყველა შესაძლო საშუალებით.

ამერიკის ხმა - არის კონგრესში საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესების და უკრაინისთვსვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის შესახებ?

სენატორი შაჰინი - ვიცი, რომ ასეთი საუბრები არის. ვფიქრობ, ეს იმ საკითხებს შორისაა, რომელიც შესაძლოა განიხილებოდეს. ამჟამად, რაიმე მოქმედებები არ არის, მაგრამ დისკუსია მიმდინარეობს.

ამერიკის ხმა - ომ არ არის კიდევ რაიმე, რაც უკრაინელმა ხალხმა გსურთ, რომ იცოდეს?

სენატორი შაჰინი - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმაში დარწმუნება, რომ ეს ორპარტიული საკითხია, რომ ორივე, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები მხარს უჭერენ უკრაინას. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რასაც რუსეთის შესაკავებლად შევძლებთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG