ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი "ფაიზერის" ვაქცინის მაღალ ეფექტურობაზე საუბრობს 


კოვიდ19-ის პანდემიის პარალელურად, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. მეცნიერები ვაქცინის ეფექტიანობის დამატებით კვლევას აგრძელებენ. ისრაელმა კვლევაზე დაფუძნებით ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენების შედეგად, ძლიერ შემცირდა კოვიდ19-ის სიმპტომებიანი პაციენტების რაოდენობა.

კვლევაში 600 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს. ნაშრომის მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებში კოვიდ19-ის სიმპტომები 94%-ით შემცირდა. ამავე კვლევის მიხედვით 92 პროცენტით მცირდება რისკი, რომ აცრილ ადამიანში ვირუსმა მძიმე დაავადება გამოიწვიოს.

მკვლევრებმა შედარება გააკეთეს იმავე რაოდენობის ადამიანებთან, რომლებსაც კოვიდ19-ის ვაქცინა მიღებული არ ჰქონდათ.

"ცალსახაა, რომ "ფაიზერის" ვაქცინა რეალურ ცხოვრებაში ძალიან ეფექტურია და ამას კლინიკური კვლევები ადასტურებს,"- ამბობს რენ ბალიცერი რომელიც ორგანიზაცია "კლალიტში" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია ინოვაციების მიმართულებით.

ვეისმანის სამეციერო ინსტიტუტის მკვლევრების ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესმა მკვეთრად შეამცირა 55 წლის ზევით ასაკის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG