ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეამ "ასტრაზენეკას" ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა


სამხრეთ კორეამ ფარმაცევტული კომპანია "ასტრაზენეკას" და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა. ამ კონკრეტული ვაქცინისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია ის მოხუცებში. ამის მიუხედავად, ქვეყანამ მისი ავტორიზაცია მაინც გადაწყვიტა.

სამხრეთ კორეის "საკვებისა და მედიკამენტების სამინისტრომ" ოთხშაბათს, საგანგებო ავტორიზაცია სპეციალური მოთხოვნებით გასცა. ისინი მოითხოვენ, რომ ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიაწოდოს მათ კლინიკური ცდების შედეგები 18 წლისა და უფროსი მოსახლეობის შესახებ. ასევე, სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას 65 წლისა და უფროსი მოსახლეობისთვის ვაქცინის შესახებ. ვაქცინაცია სამხრეთ კორეაში 26 თებერვალს დაიწყება.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოხმარება შეამცირეს. მიზეზი კვლავ მონაცემების ნაკლებობა და ეფექტურობასთან დაკავშირებული შეკითხვებია.

სამხრეთ აფრიკაში კი კვირას თქვეს, რომ საერთოდ აღარ გააგრძელებენ ასტრაზენეკას ვაქცინის მოხმარებას. აღმოჩნდა, რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია კორონავირუსის იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია აღმოჩენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG