ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკამ "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება შეაჩერა


კვირას სამხრეთ აფრიკამ “კოვიდ-19”-ის ვაქცინაცია შეაჩერა, როდესაც ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია აღმოჩენილი.

ორშაბათს, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკაში განვითარებული მოვლენების საკითხზე შეხვედრას მართავს.

იოჰანესბურგის ვითვოთერსრენდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც კოლეგებს ჯერ-ჯერობით არ გადაუმოწმებიათ, დაადგინა, რომ ბრიტანული ვაქცინა იძლევა მხოლოდ “შეზღუდულ დაცვას ახალგაზრდებში, რომლებსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტით გამოწვეული დაავადების ზომიერი ფორმები აქვთ.”

ეს სიახლე დარტყმა აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკისთვის, სადაც ვირუსით 46 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა“ასტრაზენეკას” ვაქცინის მილიონი დოზით მოსახლეობის აცრის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავდა. კვლევამ აღმოაჩინა, რომ სამხრეთ აფრიკული ვარიანტით დაავადების ზომიერ შემთხვევებში, ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 22 პროცენტია.

მძიმე შემთხვევებზე კვლევა არ ჩატარებულა. ვირუსის ეს ვარიანტი 32 ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში იქნა აღმოჩენილი.

კვირას “ასტრაზენეკამ” გამოაცხადა, რომ მუშაობს სხვა ვაქცინაზე, რომელიც შესაძლოა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიმართ უფრო ეფექტური იყოს. მოელიან, რომ ახალი ვაქცინა შემოდგომისთვის გამოჩნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG