ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიპების გლობალური სიმცირე ლეპტოპების, სმარტფონებისა და სხვა პროდუქტების წარმოებას საფრთხეს უქმნის


მანქანებისა და ელექტონული მოწყობილობების მწარმოებლები ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან მსოფლიოში არსებული ჩიპების სიმცირით. მათი თქმით, ეს წარმოების პროცესს ძალიან ანელებს, მიწოდებაზე მოთხოვნა კი სულ უფრო იზრდება.

ანალიტიკოსების თქმით, ჩიპების სიმცირეს რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორისაა: ამერიკის სანქციებით დაზარალებული ჩინური კომპანია „ჰუავეის“ მიერ ჩიპების დიდი რაოდენობით შეძენა; ხანძარი იაპონიაში, ჩიპების ქარხანაში; კორონავირუსის შეზღუდვები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და გაფიცვა სანფრანგეთში.

„კომპონენტების დეფიციტი გვაქვს მთელი ინდუსტრიისთვის“, ამბობს დონი ჟანგი, კომპანია „სენდ ენ ვეივის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც დროულად ვერ იღებს მიკრო-მაკონტროლებელ აპარატს. ის კი უმნიშვნველოვანესი ნაწილია ჭკვიანი ყურსასმენების შექმნაში, რომელზეც კომპანია მუშაობს.

„თავდაპირველად, ვგეგმავდით, რომ წარმოებას ერთ თვეში დავასრულებდით, მაგრამ, როგორც ჩანს ორი თვე დაგვჭირდება“, ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ერთ-ერთი იაპონური ელექტორნული მომარაგების კომპანიამ კი განაცხადა, რომ WiFi და ბლუთუს-ჩიპების მიწოდებას 10 კვირაზე დიდხანს დააგვიანებს.

ჩინეთში მანქანებზე მოთხოვნა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მოულოდნელად და ძალიან სწრაფად გაიზარდა. ასევე, დიდია მოთხოვნა მობილურ ტელეფონებსა და ლეპტოპებზე, რის საკმარისი რაოდენობითა და დროულად მიწოდებასაც მწარმოებლები ვეღარ ახერხებენ. მსგავსი სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც.

ნიდერლანდების საავტომობილო ჩიპების მომწოდებელმა NXP Semiconductors-მა მომხმარებლებს აცნობა, რომ ფასებს ზრდის ყველა პროდუქტზე, მასალების ხარჯების ”მნიშვნელოვანი ზრდის” და ჩიპების ”მწვავე დეფიციტის” გამო.

„ბიზნესი იმაზე სწრაფად დაბრუნდა უკან, ვიდრე ჩენ ველოდით“, ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მოკლევადიან ფაქტორად, რომელმაც ჩიპების გლობალურ სიმცირეს ხელი შეუწყო, კომპანია „ჰუავეის“ მიერ ჩიპების დიდი ოდენობით მომარაგება მიიჩნევა. კომპანიას ამერიკამ სანქციები დაუწესა და ამის გამო ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამბობენ ანალიტიკოსები.

„ჰუავეის“ დასუსტება ხელს აძლევს მის კონკურენტ კომპანიებს, ისეთს, როგორიც „ქსიაომია“ და რომელიც ცდილობს, რომ ბაზარზე ადგილი დაიკავოს და შესაბამისად, მობილურების წარმოებისთვის საჭირო მასალებსაც დიდი ოდენობით ყიდულობს. ამასთან დაკავშირებით არც „ჰუავეიმ“ და არც ქსიაომიმ“ კომენტარი არ გააკეთეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG