ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუავეი მოწინავე ჩიპების წარმოებას აჩერებს


ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო ჩინური "ჰუავეი" მოწინავე ჩიპების წარმოებას აჩერებს. ე.წ. პროცესორის ჩიპების წარმოების შეჩერების მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი ამერიკის ზეწოლას ასახელებს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეფონებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია ჰუავეი, წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის შუაშია. ჰუავეისთან ერთად პრობლემები ექმნება, სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკს და ჩინურ ვიჩატს.

პირველი მნიშვნელოვანი სანქციები ამერიკამ ჰუავესი გასულ წელს დაუწესა, რომელიც კომპანიას სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო სივრცეზე წვდომას უსაფრთხოებიდან გამომდინარე უზღუდავდა. ცვლილებებმა ჰუავეის მომხმარებლებს შეუზღუდა წვდომა გუგლის მუსიკებზე და სხვა ბევრ სერვისზე. 2020 წლის მაისში გუგლმა თქვა, რომ ჰუავეის მფლობელები მისი ვერცერთი სერვისით ვერ ისარგებლებენ.

"„ჰუავეი“ ვეღარ ისარგებლებს „გუგლის“ უსაფრთხოების განახლებებითა და ტექნიკური მხარდაჭერით, ნებისმიერ ახალ მოწყობილობას აღარ ექნება ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა „იუთუბი“ და რუკები,"- წერია განცხადებაში.

ვაშინგტონთან ერთად ჩინურ კომპანიებს სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთი. ჩინური კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს სხვა ევროპული ქვეყნებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG