ამერიკულმა კომპანიამ “მოდერნამ" , ევროკავშირს მიმართა თხოვნით მიიღოს ახალი კორონავირუსის ვაქცინის საგანგებო გავრცელების ნებართვა. ასევე მოიქცნენ გერმანული კომპანია "ბიოენტექი" და მისი ამერიკული პარტნიორი "ფაიზერი".
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის განაცხადი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ჯანდაცვის მუშაკებს შეეძლებათ პაციენტები ვირუსის წინააღმდეგ აცრან.
მათ განკარგულებაში ორი ვაქცინა იქნება, ერთი კომპანია “მოდერნასგან” და მეორე, “ფაიზერ”-“ბიოენტექ” კორპორატიული ტანდემისგან. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები წამლების მარეგულირებლის დასტურს მიიღებენ.
ბოლო ცდებში, "მოდერნას" ვაქცინის კანდიდატმა 94%-ის ეფექტურობა აჩვენა. ხოლო "ფაიზერის" და "ბიოენტექის" ვაქცინის ეფექტურობა, ცდების მიხედვით, 95%-ია.
“მოდერნამ” განაცხადა, რომ კლინიკური ცდები 30 ათას პირზე ჩაატარა და მისი შედეგები საუკეთესო პედიატრიული ვაქცინის მსგავსი იყო. კომპანიამ თქვა, რომ იმ 196 მოხალისედან, რომელიც “კოვიდ-19” ვირუსით დაინფიცირდა, 185 პირს პლაცებო ჰქონდა მიღებული და 11-ს კი ვაქცინა.
“მოდერნამ” 30 მძიმე შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება აღრიცხა და ყველა შემთხვევა პლაცებოს ჯგუფში იყო.
Facebook Forum