მსოფლიოში წითელას შემთხვევები რეკორდულად იზრდება. 2019 წელს, შემცირებული აცრების გამო, წითელას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. სიტუაცია კორონავირუსის პანდემიის გამო, კიდევ უფრო გაუარესდება.
ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებენ.
ახალ კვლევაში, რომელიც ამ ორმა ორგანიზაციამ ერთად გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ 2019 წელს, წითელას 870,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირსა, რაც 1996 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გაზრდილია ამ ვირუსის გამო, გარდაცვლილთა რაოდენობაც. 2016 წელთან შედარებით, წითელას დიაგნოზით გარდაცვალების მაჩვენებელმა თითქმის 50 %-ით იმატა.
გასულ წელს, წითელას შემთხვევების ზრდა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველო ერთ-ერთია სადაც დაავადების შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. მსოფლიოში დაფიქსირებული წითელას შემთხვევების 73% საქართველოზე, ყაზახეთზე, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინაზე მოდის.
ჯანდაცვის ექსპერტები ასეთ მონაცემებს, ვაქცინაციაზე უარის თქმას უკავშირებენ.
"ჩვენ ვიცით, როგორ ავიცილოთ თავიდან წითელასგან გამოწვეული სიკვდილიანობა და პანდემია", - თქვა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. "ეს მონაცემები ნათელ მესიჯს აგზავნის, რომ ჩვენ არ ვცრით ჩვენს შვილებს წითელაზე", - განმარტა მან.
იმისთვის, რომ წითელას პანდემია მსოფლიომ თავიდან აიცილოს, საჭიროა, რომ ქვეყნებში წითელაზე მოსახლეობის დაახლოებით 95% იყოს აცრილი.
Facebook Forum