ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სი-ენ-ენი" პირველ ეგზიტპოლებს აქვეყნებს 


ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გრძელდება. 17:00 საათის პირველადი მონაცემებით, ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-მა პირველი ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

კანდიდატის რა თვისებას მიანიჭეთ უპირატესობა?

  • ძლიერი ლიდერი - 32%
  • განსჯის კარგი უნარი - 24%
  • ზრუნავს ჩემნაირ ხალხზე - 21%
  • შეუძლია ქვეყნის გაერთიანება - 19%

ჯო ბაიდენის მხარდამჭერებს: რატომ მიეცით მას ხმა?

  • მხარს ვუჭერ კანდიდატს - 64%
  • ოპონენტის წინააღმდეგ - 31%

დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს: რატომ მიეცით მას ხმა?

  • მხარს ვუჭერ კანდიდატს - 81%
  • ოპონენტის წინააღმდეგ - 14%

თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხმის მიცემის დროს?

  • ეკონომიკა - 34%
  • რასობრივი უთანასწორობა - 21%
  • კოვიდ-19 - 18%
  • დამნაშავეობა და უსაფრთხოება - 11%
  • ჯანდაცვის პოლიტიკა - 11%

თქვენი აზრით რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა?

  • ბრწყინვალე - 13%
  • კარგი - 35%
  • არც ისე კარგი - 32%
  • ცუდი - 19%

კოვიდ19-მა დაგაზარალათ?

  • ფინანსურად დავზარალდი - 55%
  • ფინანსურად არ დავზარებულვარ - 44%

ფინანსური სიტუაცია ოჯახში დღეს

  • უკეთესად ვიდრე 4 წლის წინ - 41%
  • დაახლოებით ისევე - 38%
  • უარესად, ვიდრე 4 წლის წინ - 20%

რა უფრო მნიშვნელოვანი იყო საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხმის მიცემის დროს?

  • კანდიდატის პოზიცია საკითხებზე - 73%
  • კანდიდატის პიროვნული თვისებები - 24%

რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს უზენაესმა სასამართლომ "ობამას ჯანდაცვის რეფორმაზე"

  • დატოვოს, როგორც არის - 53%
  • გააუქმოს - 42%

კანდიდატისთვის ხმის მიცემისას უზენაესი მოსამართლის დანიშვნა იყო...

  • მნიშვნელოვანი ფაქტორი - 61%
  • უმნიშვნელო ფაქტორი - 37%

კლიმატური ცვლილება არის თუ არა სერიოზული პრობლემა?

  • დიახ - 66%
  • არა - 31%

ფედერალური მთავრობის მუშაობა მოგწონთ?

  • ძალიან კმაყოფილი ვარ - 14%
  • კმაყოფილი ვარ - 26%
  • არ მომწონს - 32%
  • გაბრაზებული ვარ -26%

ეგზიტპოლებში მონაწილეები სქესის მიხედვით

  • ქალი - 53%
  • კაცი - 47%

ეგზიტპოლებში მონაწილეები რასის მიხედვით

  • თეთრი - 65%
  • ლათინური ამერიკიდან - 13%
  • შავკანიანი - 12%
  • სხვა - 6%
  • აზიური წარმოშობის - 3%

ეგზიტპოლებში მონაწილეები ასაკის მიხედვით

  • 18-29 - 16%
  • 30-44 - 23%
  • 45-64 - 38%
  • 65 და ზევით - 23%

ეგზიტპოლებში მონაწილეები პარტიული კუთვნილებით

  • დემოკრატი - 38%
  • რესპუბლიკელი - 35%
  • დამოუკიდებელი - 28%

ეგზიტპოლებში მონაწილეები განათლების მიხედვით

  • კოლეჯის განათლებით - 45%
  • კოლეჯის განათლების გარეშე - 55%

ამ დროისთვის ტელეარხს არ გამოუქვეყნებია მონაცემები, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობს ეგზიტპოლებში და არც მონაცემები კონკრეტული შტატების მაგალითზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG