აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს საიდუმლოებით მოცულ ავტომატურ სატელეფონო ზარებს, რომლებც ამერიკელებს არჩევნების დღეს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დღეს გააკეთა.
ვინაიდან, მილიონობით ამერიკელი, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საკუთარ არჩევანს სწორედ დღეს აკეთებს, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები, მავნე სატელეფონო კამპანიის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
ექსპერტებთან საუბრისას ირკვევა, რომ ავტომატური ზარებით, მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, თუმცა, საუბარი არ არის ხმის მიცემაზე. სააგენტო „როიტერისთვის“ მიწოდებული ჩანაწერით ირკვევა ზარის შინაარსის დეტალები.
„გამარჯობა. ეს უბრალოდ საცდელი ზარია. დროა შინ დარჩე. იყავი შინ, უსაფრთხოდ“ - ამბობს ავტომატიზირებული ზარის დროს ქალის ხმა.
ირკვევა, რომ მხოლოდ დღეს, ასეთი ზარი ათობით ათასმა ამერიკელმა მიიღო. მათ შორის ფლორიდა და აიოვაცაა, რომლებიც, „ბრძოლის ველად“ არიან წოდებული. ესენი მერყევი შტატებია, სადაც ამომრჩევლის სიმპათია, სავარაუდოდ, განსაზღვრავს თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გამოძიების ფედერალური ბიურო კომენტარს არ აქკეთებს.
Facebook Forum