ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: 1 595 ახალი ინფიცირებული, 381 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია 


მხოლოდ ერთ დღეში, კოვიდ-19 საქართველოს დაახლოებით 1 600 მოქალაქეს დაუდასტურდა. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს. კლინიკაში მოთავსებული 3 155 პაციენტიდან, 381 მძიმე ვითარებაშია, მათგან 77 კი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

ინფიცირებულთა ნაწილი სასტუმროებშია მოთავსებული, ბინაზე კი მკურნალობს 8 195 ადამიანი.

ამირან გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სტაციონარებში სამედიცინო სერვისს იღებს ინფიცირებულთა 15-25% და საქართველო ამ რიცხვებით ამ სტანდარტში ჯდება.

"უნდა ველოდოთ, რომ ზრდა იქნება, ეს ტენდენცია არის გლობალური და ჩვენ ამას, საქართველო, მარტო ვერ შევაჩერებთ. ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კიდევ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად, ძალაშია. ხშირად მეკითხებიან, რა არის ეს "კარგა ხანს" და ეს არის მინიმუმ წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში პირბადე გახდება ჩვენი ცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორიც არის ცხვირსახოცი ჯიბეში. ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მექანიზმი ვერ გამოიგონა მედიცინამ" - თქვა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში 22 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG