ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქსფორდის უნივერსიტეტში 5-წუთიანი ანტიგენის ტესტი შექმნეს


ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტი შექმნეს, რომელიც დიაგნოზს 5 წუთზე ნაკლებ დროში სვამს. ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ტესტერი მასობრივი გამოყენებისთვისაა გამიზნული და განსაკუთრებით პოპულარული იქნება ისეთ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტები, მასობრივი თავშეყრის ადგილები, ბიზნესები და ა.შ.

ოქსფორდში იმედი აქვთ, რომ ანტიგენის ტესტერის განვითარება 2021 წლის დასაწყისიდანვე მოხდება, და დამტკიცებისთანავე, მომავალი წლის პირველი ნახევრის შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება. კვლევა ახალი ტესტერის სიზუსტის შესახებ უკვე მზად არის და ოქსფორდის უნივერსიტეტში მისი წინასწარი ვერსია გამოქვეყნებამდეა ხელმისაწვდომი.

"ჩვენი მეთოდი სწრაფად პოულობს ვირუსის ნაწილაკებს", ამბობს პროფესორი არჩილის კაპანიდისი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი. მისი განცხადებით, ახალი ტესტერი "მარტივი, ძალიან სწრაფი და ხარჯეფექტური" იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG