ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი უმაღლესი სამხედრო მეთაურები კარანტინში გადავიდნენ


შეერთებული შტატების უმაღლესი სამხედრო მეთაურები, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალ მარკ მილის ჩათვლით, თვითკარანტინში არიან მას შემდეგ, რაც ჰქონდათ კონტაქტი ადმირალ ჩარლზ რეისთან, შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ვიცე-კომანდანტთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა “ამერიკის ხმას” დაუდასტურეს, რომ მილს, ვიცე-თავმჯდომარე გენერალ ჯონ ჰაიტენს და რამდენიმე სხვა უმაღლეს სამხედრო ოფიცერს, რომლებიც გასულ კვირაში, პენტაგონის უსაფრთხო “ტანკში” რეისთან შეხვედრას დაესწრნენ, სამშაბათის გამოკვლევით ვირუსი არ აღმოაჩნდათ და “კოვიდ-19”-ის სიმპტომები არ განუცდიათ.

მილის და ჰაიტენთან ერთად, რეი ოთხი სამხედრო სამსახურის უფროსებთან შეხვედრებსაც დაესწრო.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნათელი არაა, თუ როგორ დაინფიცირდა რეი, რომელსაც ვირუსზე დადებითი შედეგი ორშაბათს დაუდგინდა.

თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ლიდერების კარანტინში გადასვლა თავდაცვის დეპარტამენტის გზამკვლევის შეასაბამისად მოხდა, რომელიც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა დააწესა.

თავდაცვის მდივან ესპერს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის დიაგნოზის დროს ჩრდილოეთ აფრიკელ მოკავშირეებს სტუმრობდა, გასული კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG