ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიამზიდის კაპიტანი თანამდებობიდან განგაშის ატეხვის გამო გაათავისუფლეს


შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა სამხედრო გემი თეოდორ რუზველტის კაპიტანი გემიდან დაითხოვა მას შემდეგ, რაც კაპიტანმა გემზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაში ატეხა.

საზღვაო ძალების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მოდლი ამბობს, რომ კაპიტან ბრეტ კროიზერს გემის კაპიტნის პოსტზე ადმირალის მიერ შერჩეული კარლოს სარდიელო შეცვლის.

“უფრო მოქნილი და უფრო მეტად შეუპოვარი მენტალიტეტია საჭირო მმართველობის რგოლში,” თქვა მოდლიმ პენტაგონში ჟურნალისტებთან საუბრისას. “ჩვენ გვჭირდება მეთაურები, რომლებსაც განსჯის კარგი უნარი, სიბრძნე და ზეწოლის ქვეშ ლიდერშიპის გამოვლენის დემონსტრირება შეუძლიათ. [ჩვენ გვინდა მათ] ესმოდეთ მათი მოქმედებების შედეგები უფრო დიდ სტრატეგიულ კონტექსტში,” დასძინა მან.

მოდლიმ თქვა, რომ კროიზერს საზღვაო ძალებიდან არ გაუშვებენ, თუმცა მან გემის კაპიტნის მიმართ “ნდობა დაკარგა.”

ამერიკული პროგრესის ცენტრის მკვლევარი კელი მაგსამენი ამბობს, რომ კაპიტნის გემიდან დათხოვნა “აღმაშფოთებელია” და რომ ის პირიქით, უნდა დაეწინაურებინათ. მისი თქმით, “ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როვა გაუმართლებლად ისჯებიან მამხილებლები, რომლებიც შეშფოთებების გამოსახატად სათანადო არხებს იყენებენ.”

კაპიტანმა კროიზერმა მის ხელმძღვანლობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ “გადამწყვეტი ნაბიჯების” მიღბას სთხოვდა მომაკვდინებელი კორონავირუსის გემზე გავრცელების შესაჩერებლად. წერილმა მოგვიანებით პრესაში გაჟონა.

საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა გემ თეოდორ რუზველტზე მყოფი, დაახლოებით, 5 000 მეზღვაურის ჯანმრთელობის შეფასებას ცდილობს. გემზე 110 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პენტაგონი აცხადებს, რომ დაახლოეთი 1 000 მეზღვაური უკვე გადმოიყვანეს გემიდან. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იგეგმება 2 700 მეზღვაურის გამოყვანა.

ავიამზიდზე 5 000-დან, სულ ცოტა, 1000 მეზღვაური უნდა დარჩეს იმისთვის, რომ გემმა “კრიტიკული ფუნქციონირება” გააგრძელოს. დახვეწილი შეიარაღების, თვითმფრინავებისა და ამუნიციის გარდა, თეოდორ რუზველტის ბორტზე ბირთვული ელექტროსადგურია მოთავსებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG