ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში საპრეზიდენტო დებატების წესები იცვლება 


პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ გაირკვა, რომ წესები იცვლება, თუ როგორ ეს ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ კომისია რომელიც უზრუნველყოფს საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების გამართვას დადგენილი წესების ფარგლებში პირობას დებს, რომ წესებს შეცვლიან.

მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს პირველი საპრეზიდენტო დებატების დროს პრეზიდენტ ტრამპის ქმედება გახდა, როდესაც ის გამუდმებით 90 წუთის განმავლობაში კონკურენტ ჯო ბაიდენს სიტყვას აწყვეტინებდა. დებატების განმავლობაში დონალდ ტრამპს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა ჯო ბაიდენმაც.

დებატების წესების ცვლილების შესახებ განცხადება როგორც რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, ასევე დემოკრატმა ჯო ბაიდენმაც გააკეთეს. ბაიდენი ამბობს, რომ დებატებში უნდა გამოიყენონ ერთგვარი ღილაკი, რომელიც მიკროფონს გაუთიშავს კანდიდატს მანამ, სანამ მისთვის გამოყოფილი სასაუბრო დრო არ დაიწყება.

ბაიდენის ინიციატივის შესახებ პრეზიდენტ ტრამპს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ პირველი პოლიტიკური დებატები ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დემოკრატი კანდიდატის მიმართ იყო მიკერძოებული.

მეტიც, პრეზიდენტმა ტრამპმა დებატების შემეგ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს იყო "ბრძოლა ორი ერთზე" და ქრისს რთული ღამე ჰქონდა" აქ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ფოქს ნიუსის" წამყვანს ქრის უოლესს გულისხმობდა, რომელსაც პირველი საპრეზიდენტო დებატები მიჰყავდა.

პრეზიდენტ ტრამპის ტვიტერის განცხადების შემდეგ, დებატების ორგანიზატორებმა ტელეწამყვანი ქრისს უოლესი დაიცვეს და თქვეს, რომ ის პროფესიონალია, რომელმაც დებატებზე "წესრიგი შეინარჩუნა"

თუ დებატებამდე იყო ვარაუდი, რომ საპრეზიდენტო დებატებს 100 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა, დებატებზე გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის დებატებს იმაზე ცოტა ადამიანმა უყურა, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის დებატებს. 2020 წლის დებატებს სუ 73.1 მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალი, მაშინ, როცა 2016 წელს პირველ დებატებს 84-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

2020 წლის პირველი საპრეზიდენტო დებატების ფარგლებში, კანდიდატებმა ერთმანეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტმა ტრამპმა კონკურენტი ჯო ბაიდენის ინტელექტი და ჯანმრთელობის მდგომარეობა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ბაიდენმა კი კონკურენტ ტრამპს რასისტი, მატყუარა და ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა.


პირველი დებატები დემოკრატთა საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. როგორც ცნობილი გახდა, მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში დამატებით 10 მილიონი დოლარი შევიდა. ბაიდენის კამპანიის თანაშემწე ამბობს, რომ ეს დემოკრატებს მისცემს ფინანსურ უპირატესობას არჩევნებამდე.

დებატების შემდეგ საზოგადოებრივი კვლევის მონაცემებით კი ირკვევა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა, ეს მაშინ როცა მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯო ბაიდენი რეიტინგებში დონალდ ტრამპს მნიშვნელოვნად ხშირად ორნიშნა რიცხვით უსწრებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG