ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაია "ამერიკის ხმასთან" - ბელარუსი ხალხი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება


ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი „აბსოლუტური შიდა საქმეა" და უარყოფს იდეას, დასავლეთის მოსალოდნელი ჩარევის ან დახმარების შესახებ.

„ამერიკის ხმამ“ ინტერვიუს ციხანუსაკაისთან დისტანციურად ჩაწერა. ვილნიუსში მყოფი ოპოზიციის ლიდერი, ინტერვიუში აცხადებს, რომ „ბელარუსი ხალხი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება. ვფიქრობთ, რომ პრობლემები თავად უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ ერთ დღესაც სხვა ქვეყნების დახმარება დაგვჭირდება, შუამოვლობისთვის ან მოლაპარაკებისთვის, რა თქმა უნდა ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც დახმარების სურვილი ექნება, მოვიწვევთ.“

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, კვლავ გრძელდება. გასული კვირის განმავლობაში, ბელარუსის ქალაქების ქუჩებში კვლავ შეიკრიბა ათობით ათასი დემონსტრანტი და ლუკაშენკოსგან გადადგომა მოითხოვა. მომიტინგეები ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არჩევნები დამაჯერებლად, ხმათა 80%-ით მოიგო, აშშ და ევროკაშირი კი მას აფასებენ, როგორც არასამართლიანს და გაყალბებულს.

ლუკაშენკო არჩევნების გაყალბებას უარყოფს და დემონსტრანტებს, სამართალდამცავებისა და სხვა ძალოვანი უწყებების გამოყენებით, ძალისმიერად არბევს. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი. ვრცელდება ინფრომაცია დაკავებულების წამების შესახებ. დემონსტრაციების დროს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

არსებული საფრთხის გამო, რომელიც მის ოჯახსაც ემუქრება, ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანუსკაიამ თავშესაფარი ლიეტვუაში იპოვა.

„ძალიან დიდი მიზეზები მქონდა ამ ნაბიჯის გადასადგემელად. არ შემიძლია ამაზე საუბარი. შესაძლოა, როდესღაც მოვყვე ყველაფერი ჩემი ისტორიის შესახებ, მაგრამ ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია“ - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ციხანუსკაია.

ოპოზიციის ლიდერს მიაჩნია, რომ ამ კრიზისული ვითარებიდან, ერთადერთი გამოსავალი მოაპარაკებაა. "ამერიკის ხმის" კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა ლუკაშენკოს არჩევნებში კვლავ მონაწილეობის საშუალება, ოპოზიციის ლიდერი აცხადებს - „ბატონი ლუკაშენკო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ამიტომ ფიზიკურად მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ, აქვს თუ არა მას არჩევნებში მონაწილეობისთვის მორალური უფლება, ეს დიდი კითხვაა.“

ლუკაშენკო უკვე 26 წელია ქვეყანას მართავს და არ ჩანს ნიშანი, რომ ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლას გეგმავს. მან დახმარება კრემლს თხოვა, ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში“ ლუკლაშენკო დახმარებას მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG