ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბელინგქეთი": ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვის აგენტია


რუსეთის უსაფრთხოების სამსახური, მოსკოვი.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახური, მოსკოვი.

საგამოძიებო ვებგვერდ "ბელინგქეთის" განცხადებით, ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ეჭვმიტანილი თანამონაწილე ამოცნობილია.

ვებგვერდის თანახმად, ეჭვმიტანილია რომან იურის ძე დემიანჩენკო, რუსეთის ფედერალური უშიშროების ბიუროს ყოფილი თანამშრონელი და "ვიმპელის ჯგუფის" წარმომადგენელი. ის ყალბი სახელებით რომან დავიდოვით და რომან ნიკოლაევით სარგებლობდა. ეჭვმიტანილი ბერლინის პოლიციამ დააკავა.

"ბელინგქეთის", შპიგელის, და "ინსაიდერის" ერთობლივი გამოძიებით, მან რუსეთში დაკვეთით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი მოკლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG