ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის სანქციები ბელარუსს - რა შეუძლია ევროპას?


იმის ფონზე, რომ ბელარუსში პროტესტი, 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების გამო გრძელდება, ევროპა ამბობს, რომ ბელარუს ოფიციალურ პირებს სანქციებს დაუწესებს.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადნრ ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა, 34 წლის სვიატლანა ციხანუსკაიამ - 10%. სწორედ ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები.

საპროტესტო გამოსვლების პირველ ღამეს ლუკაშენკომ ძალა გამოიყენა და მომიტინგეები დაშალა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დაკავებულია 6,000-ზე მეტი ადამიანი და კიდევ ათასობით დაშავებულია.

ამერიკა და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ხმები გაყალბებულია.

„ჩვენ მყარად ვდგავართ ბელარუსი ხალხის უკან, რათა განვსაზღვროთ მათი ბედი“, თქვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა. განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ევროპის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ისინი სწორედ ბელარუსის საკითხის შესახებ მსჯელობდნენ.

„ევროკავშირი მალე სანქციებს დაუწესებს იმ ინდივიდუალურ პირებს, ვისაც ბრალი მიუძღვით ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში“, თქვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

არსებობს საფრთხე, რომ ძალადობა ბელარუსში ისევ გაგრძელდება. ლუკაშენკომ სამართალდამცველებს უბრძანა, რომ დაშალონ მიმდინარე ოპოზიციური პროტესტი, რომელიც უკვე მთელ ქვეყანასა მოდებული. აქამდე პოლიციის მხრიდან, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძალადობისა და წამების უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ოპოზიციის ლიდერი, 37 წლის სვიატლანა ციხანუსკაია იძულებული გახდა, რომ თავი ლიეტუვასთვის შეეფარებინა. ციხანუსკაიას ქმარი, რომელიც ოპოზიციის ლიდერი იყო დააპატიმრეს, ამიტომ ქალმა თავის თავზე აიღო ოპოზიციის სახელით ბრძოლა. თუმცა, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ის აიძულეს ეღიარებინა ოფიციალური მონაცემები, შემდეგ კი შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ და ამიტომ, როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ამის მიუხედავად, ციხანუსკაია გაჩერებას არ აპირებს და ამბობს, რომ მზადაა პოლიტიკური ლიდერის როლი იტვირთოს.

„როდესაც ახალი მთავრობა იქნება [ბელარუსში]- და მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ლუკაშენკო არც ამ კვირას წავა და არც უახლოეს ერთ თვეში, თუმცა, ის ნამდვილად დაემხობა, მგონია, რომ მისი რეჟიმის დასასრული გარდაუვალია - ევროპა მზად უნდა იყოს, რათა როდესაც ეს მოხდება, ყველანაირად დაეხმაროს [ბელარუსს]“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა სიას ადგენენ იმ ბელარუსი ოფიციალური პირებისა, ვისაც სანქციებს დაუწესებენ. ანალიტიკოსი მარკ გალეოტი, ლონდონის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ სანქციები უფრო სიმბოლურია და ევროპას ცოტა რამის გაკეთება შეუძლია ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

ევროპაში შიშობენ, რომ, შესაძლოა ბელარუსში უკრაინის სცენარი გათამაშდეს. 2014 წელს უკრაინაში რუსული ჯარი შევიდა და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია მოახდინა. ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ იგივე მოხდება ბელარუსშიც. „არსებობს დილემა იმაზე, თუ რამდენად შეიძლება, რომ პროცესი ისე წარიმართოს, რომ არ განმეორდეს უკრაინის მსგავსი კონფრონტაცია რუსეთთან“, ამბობს ანალიტიკოსი ჯონათან იალი, ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტიდან.

ევროპა ფრთხილად უნდა იყოს, ამბობს გალეოტი. ექსპერტის თქმით, ევროკავშირმა იმდენად ფრთხილად უნდა იმოქმედოს და ისეთი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომ მოსკოვმა არ გადაწყვიტოს სამხედრო ჩარევა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ მთავრობის ძალადობრივი პასუხი დემონსტრანტებისადმი კიდევ უფრო გაამძაფრებს ოპოზოციონერების მოთხოვნას, რომ დასავლეთმა უფრო ძლიერი და ეფექტური პასუხი გასცეს ლუკაშენკოს მთავრობას.

ცოტა ხნის წინ, ბელარუსზე განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა. პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ყოველთვის, მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც - ბელარუსების მისწრაფებებს დამოუკიდებლად, გარეშე ინტერვენციის გარეშე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედი.

ამერიკა შეშფოთებულია 9 აგვისტოს, არჩევნებზე მომხდარი "სერიოზული დარღვევებით და გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ოპოზიციის კანდიდატების და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავებას, ბელარუსში ინტერნეტის დაბლოკვას და დაკავებულთა შეურაცხყოფას." სახელმწიფო მდივანი უსამართლოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და გაუჩინარებულთა შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG