ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენმა პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მოიგო


ჯო ბაიდენი ოჯახთან ერთად
ჯო ბაიდენი ოჯახთან ერთად

დემოკრატთა ეროვნული კონვენციის მეორე დღეს, შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მოიგო. პარტიის დელეგატების ხმა ამერიკის შტატებიდან და ტერიტორიებიდან ასე გადანაწილდა: ჯო ბაიდენი - 3 558 ხმა, ბერნი სანდერსი - 1 151.

ვირტუალურ ღონისძიებაზე ნომინაციის მიღება ბაიდენს პირველებმა ოჯახის წევრებმა მიულოცეს. 20 აგვისტოს, კონვენციის დასკვნით დღეს, ჯო ბაიდენი ამერიკელებს სანომინაციო სიტყვით საზეიმოდ მიმართავს.

დღეს, სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი. ხვალ მათ ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამაც შეუერთდება. გამომსვლელებს შორის ხვალ დემოკრატთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისიც იქნება.

რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციაც ნაწილობრივ ონლაინ გაიმართება. ის ქ. შარლოტში მომავალ კვირას, 24 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტომდე გასტანს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზეიმო სანომინაციო სიტყვით კონვენციას თეთრი სახლიდან მიმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG